საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს წარმომადგენლებთან

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს პროექტი „კანონის გზა“ მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო შეხვედრების სერიას მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებთან.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 14 ივნისს, 17:00 საათზე, თსუ მეორე კორპუსის 119 აუდიტორიაში ჩატარდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს წარმომადგენლების შეხვედრა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან.

 

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას საკანონმდებლო მაცნეს, როგორც ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს შესახებ, გაეცნობიან მის სტრუქტურას, სერვისებს, ნორმატიული აქტებისა და კანონების გამოქვეყნებამდე მათი  ტექნიკური დამუშავების მნიშვნელოვან კომპონენტებს.

 

საჯარო შეხვედრის სპიკერები

 

ლექსო მინდიაშვილი – საკანონმდებლო მაცნეს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი;

 

სალომე ბარბაქაძე – საკანონმდებლო მაცნეს ადმინისტრაციის უფროსი.

თარიღი: 05/04/2023